
ზელენსკის ესკორტი ავტობუსს შეეჯახა
15/07/2019 08:23:35 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ზაპოროჟიეს ოლქში ავტობუსს დაეჯახა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარიის შემდეგ, პრეზიდენტი კიევში თვითმფრინავით გაემგზავრა.
წინასწარი ინფორმაციით, საგზაო ინციდენტის მიზეზი ავტოკოლონის მიერ მსუბუქი ავტომობილის გასწრება გახდა.