
პორტუგალიაში ქართველები დააკავეს
15/07/2019 08:21:18 სხვა, სამართალი
პორტუგალიაში სამი ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ, გრანი პორუს რეგიონში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც, სადაც ისინი მაღალი უსაფრთხოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ.