Accentnews.ge
იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ერთ შემთხვევაში რეინფიცირება თითქმის სამ თვეში დადასტურდა

იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ერთ შემთხვევაში რეინფიცირება თითქმის სამ თვეში დადასტურდა

14/04/2021 10:49:33 საზოგადოება

ზედამხედველობა დამყარებული იყო 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე შემთხვევა ჩაითვალა ასე ვთქვთ, შესაძლო შემთხვევად. დღეისთვის დარჩენილია 19 შემთხვევა, მოძიებულია როგორც პირველადი, ისე განმეორებითი შედეგი „პისიარ“ ტესტის, რათა მოხდეს შტამების სეკვენირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „რეინფიცირებაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისვე თქმით, საქართველოში ერთ შემთხვევაში რეინფიცირება ორთვე-ნახევარში დადასტურდა.

„რაც შეეხება დროს, „რეინფიცირების“ შემთხვევებიდან ერთი იყო ორთვე-ნახევარში, ერთი დაახლოებით სამ თვეში და კიდევ ერთი შემთხვევა სამ თვეზე ცოტა მეტი ხსნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S