Accentnews.ge
"დათვს თქვენი დახმარება სჭირდება" – მოქალაქეები ცხოველის გათავისუფლებას ითხოვენ

"დათვს თქვენი დახმარება სჭირდება" – მოქალაქეები ცხოველის გათავისუფლებას ითხოვენ

15/07/2019 08:06:36 სხვა, საზოგადოება

მოქალაქეები ტყვეობაში მყოფი დათვის გათავიუსფლებას ითხოვენ. დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელ სოსო ჯიქურაშვილის ცნობით, ცხოველი მძიმე მდგომარეობაშია. 

„მათ, ვისაც სურს, რომ გორში დატყვევებული დათვი გათავისუფლდეს და დათვების თავშესაფარში, ცხვარიჭამიაში გადაიყვანონ, ცხელ ხაზის ნომერზე "153-ზე უნდა დარეკოს“, - ამის შესახებ ინფორმაციას დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელი სოსო ჯიქურაშვილი ავრცელებს.

"გორში, მეგობრობის პარკში მძიმე მდგომარეობაში მყოფ დატყვევებულ დათვს თქვენი დახმარება სჭირდება. გთხოვთ, არ დაიზაროთ და დარეკოთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153. ზარი უფასოა. მოითხოვეთ გორში დატყვევებული დათვის თავშესაფარში გადაყვანა. - მიმართავს სოსო ჯიქურაშვილი საზოგადოებას.

სოსო ჯიქურაშვილმა ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე რამდენჯერმე მიმართა, მათ კი მერიას. თუმცა, როგორც ამბობენ,  დათვის გათავისუფლებას არ აპირებენ და პირიქით, მისთვის ვოლიერი გაფართოვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S