Accentnews.ge
ვაქცინაციაში ჩართული ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება

ვაქცინაციაში ჩართული ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება

14/04/2021 10:37:41 საზოგადოება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა.

გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S