გიორგი ხანიშვილი: „ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“
14/04/2021 10:05:07 საზოგადოება
„ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც დღეს AstraZeneca - ს ვაქცინით აიცრა.
„მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს. თავს ვგრძნობ კარგად. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და აიცრან, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


