
რუსთავში მოქალაქე გიურზამ დაკბინა (ვიდეო)
15/07/2019 07:50:23 სხვა, საზოგადოება
რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს გიურზამ უკბინა. მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
დაშავებულის განცხადებით, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდა კაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპზე ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულმა კაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თვითონ გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კაცს ნამდვილად გიურზამ უკბინა.