
პილოტი, რომელიც პუტინს საფრენი აპარატის მართვას ასწავლიდა, ავიაკატასტროფაში მოჰყვა
15/07/2019 07:08:10 სხვა, მსოფლიო
პილოტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიტ პუტინს საფრენი აპარატის მართვას ასწავლიდა, ავიაკატასტროფაში მოჰყვა, – იუწყება რუსული მედია.
ვერტმფრენმა "რობინსონმა", რომელშიც იგორ ნიკიტინი იმყოფებოდა, კატასტროფა ქვეყნის ტერიტორიაზე განიცადა. ნიკიტინის გარდა, ინციდენტს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომლის ვინაობაც დგინდება.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.