Accentnews.ge
რუსეთმა შავი ზღვის თავზე საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები დაიწყო (ვიდეო)

რუსეთმა შავი ზღვის თავზე საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები დაიწყო (ვიდეო)

14/04/2021 07:10:27 მსოფლიო

შავი ზღვის აკვატორიის თავზე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ავიაციისა და საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები დაიწყო.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოლქის ავიადანაყოფების შემადგენლობაში არსებული ბომბდამშენები Су-24М და Су-34 საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში არსებულ Су-27СМ და Су-30СМ-ებთან ერთობლივი სწავლების ჩასატარებლად საველე აეროდრომებზე გადალაგდნენ.

საფრენი აპარატების ეკიპაჟები საზღვაო სამიზნეების მიმართულებით სარაკეტო გაშვებებსა და ბომბდაშენას განახორციელებენ, გაიწვრთნებიან მაქსიმალურად დაბალ სიმაღლესა და რთულ მეტეოპირობებში მოქმედებაში.

ავიაციის გარდამ წვთნებში მონაწილეობას იიღებს შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო გემების ჯგუფიც. მფრინავები ხომალდების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მათი ჰაერიდან დაზღვევის ამოცანის შესრულებაში ივარჯიშებენ.

წვრთნები რუსეთმა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების დაანონსებული შესვლის ფონზე წამოიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S