დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში დაფიქსირდა
14/04/2021 07:00:21 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1084 შემთხვევიდან, 664 დედაქალაქში დადასტურდა.
1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარაში - 96, იმერეთში - 52, ქვემო ქართლში - 40, შიდა ქართლში - 31, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 120, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 1085.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, 3 901 პაციენტი გარდაიცვალა.


