ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება
14/04/2021 06:47:39 საზოგადოება
ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 1085.
ბოლო 24 საათში დაავადებით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან 432 პირი გამოჯანმრთელდა.
დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 103 პირი, აჭარაში - 2 261, იმერეთში - 994.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, 3 901 პაციენტი გარდაიცვალა.


