ტიკარაძის თქმით, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვის რისკი სადღეისოდ ძალიან მაღალია
14/04/2021 06:00:44 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვის რისკი სადღეისოდ ძალიან მაღალია.
მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს ე.წ. ლოქდაუნზე საუბარის დაწყების ნიშანია.
"ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, "რამდენად მაღალია რისკი, დადებითობის 4-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და ისევ აღმოვჩნდეთ ჩაკეტვის გადაწყვეტილების წინაშე?", ტიკარაძე შემდეგი განაცხადა:
„დღეს ეს რისკი ძალიან მაღალია“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი ნამატია.


