Accentnews.ge
პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

14/04/2021 06:00:01 საზოგადოება

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაბდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს.

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის:

„ჩვენს გეგმებში ეს არაფერს არ ცვლის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს ხეობაში და ვიქნებით აქ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. დამერწმუნეთ, რომ ამ ფორმატში კომპანია „ენკა“ ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების თანადგომა, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდით".

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, გუმათში ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ოფისთან "რიონის ხეობის მცველებსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა ნამახვანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და კომპანიის კუთვნილ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტის უკიდურეს ზომას აქტივისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც დღეს დილიდან მათ პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა. ადგილზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S