Accentnews.ge
იმნაძე: "სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს"

იმნაძე: "სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს"

14/04/2021 05:46:37 საზოგადოება

"სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ შესაძლო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

"ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც სერიოზულად განიხილება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაო არ არის, რა დავარქვა არც ვიცი... სასაფლაოზე გასვლა და კვერცხის გადაგორება ნორმალურია. სასაფლაოზე ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენს ტრადიციაში. ის, რომ სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში", – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი ნამატია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S