Accentnews.ge
თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა

თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა

14/04/2021 05:38:11 მსოფლიო

თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა. მიზეზად ეპიდვითარების გაუარესება სახელდება.

შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევა და 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ახალი ზომების მიხედვით, სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათი“ 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. მაღალი რისკის ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს.

ამასთან, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიწოდებისა და გატანის სერვისებით მუშაობის უფლება ექნებათ, საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები რამადანის ბოლომდე დახურული დარჩება.

გარდა ამისა, კვლავ ამოქმედდება 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა.

15 აპრილიდან დისტანციურ სწავლაზე გადავა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული შეზღუდვა მერვე და მე-12 კლასების მოსწავლეებს არ შეეხებათ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში თურქეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 59 187 შემთხვევა დაფიქსირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, თურქეთში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 3 700 000–ზე მეტი შემთხვევა, ვირუსით დაიღუპა 34 455 პირი. ქვეყანაში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ვაქცინების 19.16 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, აქედან პირველი დოზა 11.47 მილიონ მოქალაქეს, ორივე დოზა კი 7.69 მილიონს აქვს გაკეთებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S