Accentnews.ge
აშშ–ის გარდა, Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერეს

აშშ–ის გარდა, Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერეს

14/04/2021 05:28:59 მსოფლიო

აშშ–ის გარდა, Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერეს. მიზეზად თრომბის რისკი სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკისთვის მისი მიწოდების დაწყებიდან 24 საათში მიიღეს. ვაქცინა ევროკავშირში ჯერ არ გამოუყენებიათ და ამიტომ ევროპელი ექსპერტები აშშ-ის შემდგომ ნაბიჯს ელოდებიან. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ქვეყანას, რომელმაც ამ ვაქცინის გამოყენება პირველმა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში თრომბის წარმოქმნის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ქვეყანამ Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით მაინც შეაჩერა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გუშინ განაცხადა, რომ 6 აცრილ პირს “იშვიათი, მაგრამ მწვავე სისხლის შედედება" დაუდგინდა. ყველა მათგანი 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალია. სისხლის შედედება მათ ვაქცინაციიდან 6-დან 13 დღემდე შუალედში დაუდასტურდათ.

CDC ოთხშაბათს მოიწვევს იმუნიზაციის კომისიას შემთხვევების განსახილველად.

“მანამდე პროცესი სრულად უნდა შეჩერდეს", – აცხადებენ CDC-ში.

ამასთან, იგი გასცემს რეკომენდაციას, რომ პირებმა, რომლებიც ამ ვაქცინით ჩაიტარეს იმუნიზაცია და ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში ძლიერი თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხების ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდათ, სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ FDA-სგან გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია თებერვალში მიიღო. სხვა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით, იგი ერთდოზიანი პრეპარატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S