ბაიდენმა პუტინს "მესამე ქვეყანაში" შეხვედრა შესთავაზა
13/04/2021 15:35:38 მსოფლიო
ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს თვეებში “მესამე ქვეყანაში” შეხვედრა შესთავაზა, - იუწყება თეთრი სახლი.
მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა “დაადასტურა თავისი მიზანი, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს».
ამასთან, აშშ-ის ლიდერმა რუს კოლეგას უახლოეს თვეებში “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა “აშშ-ისა და რუსეთის წინაშე მდგომი საკითხების მთელი სპექტრის განსახილველად».
რელიზის თანახმად, ბაიდენმა და პუტინმა “რიგი რეგიონული და გლობალური საკითხებიც” განიხილეს.
«პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად მიანიშნა იმაზე, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს რუსეთის იმგვარი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერშეტევები და არჩევნებში ჩარევა. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას” – იუწყება თეთრი სახლი.


