"რიყის დოქებს" მყიდველი მე–3 აუქციონზეც არ გამოუჩნდა
13/04/2021 14:20:57 ეკონომიკა
ე.წ. რიყის დოქები მე–3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა.
ეკონომიკის სამინისტრომ "რიყის დოქები" 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და ობიექტს ინვესტორი კვლავ არ ჰყავს. სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 71 250 000 ლარად ყიდდა.
აღნიშნული უძრავი ქონება პირველად 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. ხოლო მეორე აუქციონი 5 მარტს ასევე წარუმატებლად დასრულდა. იმჟამად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარი იყო.


