"რიონის მცველები" "ენკას" ბაზასთან მივიდნენ და ხეობის ჩაკეტვას აპირებენ
13/04/2021 14:02:47 საზოგადოება
"რიონის მცველები" "ენკას" ბაზასთან მივიდნენ და ხეობის ჩაკეტვას აპირებენ.
როგორც "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, "ისინიც ჩაკეტავენ ინვესტორი კომპანიის ტერიტორიას ისევე, როგორც სახელმწიფომ სოფელი ნამოხვანი ჩაკეტა":
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ გადმოვინაცვლებთ დღეს კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება". - განაცხადა გოლეთიანმა.
ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველი.


