Accentnews.ge
თრომბის რისკის გამო აშშ-ში Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები შეაჩერეს

თრომბის რისკის გამო აშშ-ში Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები შეაჩერეს

13/04/2021 12:51:09 მსოფლიო

თრომბის რისკის გამო აშშ-ში Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები შეაჩერეს. შესაბამისი რეკომენდაციები აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) და საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მას შემდეგ გასცეს, რაც 6 აცრილ პირს “იშვიათი, მაგრამ მწვავე სისხლის შედედება" დაუდგინდა.

ორგანიზაციების განცხადებით, Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 6.8 მილიონ აცრილში ამგვარი გართულება 6 პაციენტს გამოუვლინდა და ყველა მათგანი 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალია. სისხლის შედედება მათ ვაქცინაციიდან 6-დან 13 დღემდე შუალედში დაუდასტურდათ.

CDC ოთხშაბათს მოიწვევს იმუნიზაციის კომისიას შემთხვევების განსახილველად.

“მანამდე პროცესი სრულად უნდა შეჩერდეს", – აცხადებენ CDC-ში.

ამასთან, იგი გასცემს რეკომენდაციას, რომ პირებმა, რომლებიც ამ ვაქცინით ჩაიტარეს იმუნიზაცია და ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში ძლიერი თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხების ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდათ, სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

Johnson&Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ FDA-სგან გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია თებერვალში მიიღო. სხვა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით, იგი ერთდოზიანი პრეპარატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S