Accentnews.ge
  „ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა და სამომავლო შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“

„ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა და სამომავლო შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“

15/07/2019 06:16:37 სხვა, მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. 

როგორც იენს სტოლტენბერგი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung–ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, „მოსკოვმა უნდა გამოიყენოს ბოლო შანსი და გადაარჩინოს მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რა შედეგებიც ამ შეთანხმებიდან გასვლას მოჰყვება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს დაეკისრება“, – დასძენს სტოლტენბერგი. 

ცნობისთვის: 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ზემოთხსენებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. რუსეთმა მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 ივლისს მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S