ილუსტრაციების კონკურსი რუსეთის ოკუპაციის თემაზე
13/04/2021 09:52:41 საზოგადოება
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“გამოაცხადა.
ილუსტრაციების კონკურსის მიზანია საზოგადოებისთვის ოკუპაციის სიმძაფრის კიდევ ერთხელ შეხსენება; ილუსტრაციებით გადმოიცეს ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.
კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკურსი მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება: კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.
ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს, განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი:
- რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე;
- როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება;
- როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.
კონკურსის შედეგად შეიქმნება ოკუპაციის თემაზე ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციულიილუსტრაციები.
ილუსტრაციების კონკურსი: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“10 მაისს დასრულდება.


