ვაკეში მიწის მასა ჩამოიშალა
13/04/2021 08:42:14 საზოგადოება
თბილისში, ვაკეში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი ადგილზე გასულია და ვითარებას სწავლობს.
დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


