Accentnews.ge
კვლევა– ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება შეუძლია

კვლევა– ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება შეუძლია

13/04/2021 07:47:47 მსოფლიო, საზოგადოება

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება შეუძლია.

“კორონავირუსის ადრეული სიმპტომების გამოვლენისას​ ბუდესონიდის” დღეში ორჯერ მიღება 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შესაძლოა, სასარგებლო იყოს. ასევე არსებობს ადრეული ნიშნები, რომ პრეპარატმა შესაძლოა, ჰოსპიტალიზების საჭიროებები შეამციროს. “ბუდესონიდი” ვირუსის იმ ნაწილს ებრძვის, სადაც ანთების განვითარების ყველაზე მაღალი რისკია. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით კი, პრეპარატი ვირუსის ფართო გავრცელებასაც უშლის ხელს", – აცხადებენ კვლების ავტორები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 1 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების მაღალი რისკები ჰქონდათ. ყველა მათგანი 50 წელს იყო გადაცილებული.

მეცნიერების თქმით, კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება აპრილის ბოლოსთვის იგეგმება.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ დღეიდან თერაპევტებს, კონკრეტული შემთხვევების მიხედვით, პაციენტებისთვის აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნა შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S