Accentnews.ge
იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან დაბინძურებულ წყალს წყნარ ოკეანეში ჩაღვრის

იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან დაბინძურებულ წყალს წყნარ ოკეანეში ჩაღვრის

13/04/2021 07:38:44 მსოფლიო

იაპონია წყნარ ოკეანეში ჩაღვრის წყალს, რომელიც მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დანგრეული ატომური ელექტროსადგურის – ფუკუშიმას რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს.

როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, დაახლოებით, 1.3 მილიონი ტონა დაბინძურებული წყალი ამჟამად სპეციალურ საცავებშია, რომლებიც სულ უფრო ივსება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში ამ საცავების შენახვა ქვეყანას 912.66 მლნ აშშ დოლარი უჯდება.

იაპონიის მთავრობის გეგმის მიხედვით, ოკეანეში წყლის ჩაღვრამდე რადიოაქტიური წყალი გაიწმინდება და მასში გარკვეული რაოდენობით დარჩება მხოლოდ ერთი კომპონენტი - "ტრიტიუმი". იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ასეთი გაფილტრული წყალი რეგულარულად იღვრება მსოფლიოს ყველა ატომური ელექტროსადგურიდან და ამ ნივთიერების დაბალი შემცველობა ადამიანს და გარემოს საფრთხეს არ უქმნის.

ოკეანეში წლის ეტაპობრივად ჩაღვრა ორი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობით. მანამდე ელექტროსადგურის ტერიტორიაზე წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ოკეანეში წყლის ჩაღვრის პროცესი დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, დაგროვილი რადიოაქტიური წყლის პრობლემის გადაჭრის გარეშე ელექტროსადგურის საბოლოოდ დაკონსერვება შეუძლებელია.

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ტაივანი შეშფოთებულები არიან. როგორც იაპონიის მეზობელ ქვეყნებში აცხადებენ, "ეს ქმედება უკიდურესად უპასუხისმგებლოა, რომელიც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საერთაშორისო საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და მეზობელი ქვეყნების ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს".

"ფუკუშიმას თევზაობის პროფკავშირები" წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ მთავრობას, არ გაეშვა დაბინძურებული წყალი და აცხადებდნენ, რომ ეს "კატასტროფულ გავლენას მოახდენდა" ინდუსტრიაზე.

ამერიკელი მეცნიერების თქმით, "ტრიტიუმის" მიღებამ შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს. მათი თქმით, "აღნიშნული ნივთიერება უფრო ადვილად გროვდება ზღვის პროდუქტებსა და ზღვის ფსკერულ ნალექებში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S