Accentnews.ge
ევროპაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა

ევროპაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა

13/04/2021 06:56:04 მსოფლიო

ევროპაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელის მარია ვან კერხოვეს განცხადებით, "პანდემიის ტრაექტორია მკვეთრად იზრდება".

”ჩვენ ახლა პანდემიის კრიტიკულ წერტილში ვართ. ეს არ არის ის ვითარება, რომელიც გვინდა, რომ პანდემიის დაწყებიდან 16 თვის შემდეგ გვქონდეს", – განაცხადა კერხოვემ და მოქალაქეებს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად მაღალი ნამატი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადების 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების დაახლოებით 136 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაავადებით 2,9 მილიონზე მეტი პირი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S