ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით "ცხელი კერა" დედაქალაქი და სამი რეგიონია
13/04/2021 06:55:04 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ახალი შემთხვევები რეგიონების მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა,
აჭარა – 116,
იმერეთი – 97,
ქვემო ქართლი – 61,
შიდა ქართლი – 80,
გურია – 15,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161,
კახეთი – 40,
მცხეთა-მთიანეთი – 30,
სამცხე-ჯავახეთი – 10,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 84, ხოლო აჭარაში – 8.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 179 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 813 პირი, აჭარაში – 1 983, იმერეთში – 958“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


