Accentnews.ge
პოლიციამ დემონსტრანტს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშლილი კარავი ჩამოართვა

პოლიციამ დემონსტრანტს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშლილი კარავი ჩამოართვა

12/04/2021 20:01:09 საზოგადოება

ერთ–ერთი სასტუმროს მფლობელმა გურამ გოგიშვილმა, რომელიც "კომენდანტის საათს" აპროტესტებს, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალა. თუმცა მალევე ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ და მამაკაცს კარავი ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები 2 დღის წინაც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა მაშინაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ორი კარავი ჩამოართვა.

საქართველოში "კომენდანტის საათი" უკვე რამდენიმე თვეა, მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S