Accentnews.ge
მედია – ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო თურქეთმა ქვეყანაში მოქმედ იტალიურ კომპანიებს კონტრაქტები შეუჩერა

მედია – ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო თურქეთმა ქვეყანაში მოქმედ იტალიურ კომპანიებს კონტრაქტები შეუჩერა

12/04/2021 16:49:16 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინიტრ​ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო ანკარამ თურქეთში მოქმედ იტალიურ კომპანიებს კონტრაქტები შეუჩერა, – იუწყება EURACTIV.

მისივე ცნობით, თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა, რომელიც იტალიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, შეაჩერა იტალიური კომპანია „ლეონარდოს“ მიერ წარმოებული საბრძოლო ვერტმფრენების შესყიდვა. კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი ევროა. ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა სხვა იტალიური კომპანიები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი დიქტატორად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ევროკომისიის ლიდერების თურქეთში ვიზიტის დროს ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ერდოღანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის დროს, ამ უკანასკნელს სკამი არ შესთავაზეს და იგი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანკარაში აცხადებენ, რომ პროტოკოლი არ დაურღვევიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S