"ზედიზედ მე–7 კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია"
12/04/2021 15:45:52 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ზედიზედ 7 კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
მისი თქმით, ზედიზედ მე–4 კვირაა, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ სურს, „მუდმივი კარანტინის რეჟიმები, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“.


