სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ ნორიოში 2 მიწისძვრა მოხდა
12/04/2021 15:38:56 საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი არასწორია და ის ნორიოსთან მოხდა და არა ცაგერში.
"მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი. მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", – აცხადებენ ცენტრში.
სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18:19 საათზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა და მიწისძვრის ეპიცენტრი ცაგერის სამხრეთ-დასავლეთით 7კმ-ში, სოფელ ზედა აღვში დაფიქსირდა.


