საგარეჯოდან ქორწილის წინ გაქცეული გოგო სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა
12/04/2021 14:04:51 საზოგადოება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის ახალგაზრდა გოგო სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მან დეიდას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ ვინც უყვარდა, იმას გაჰყვა.
ნარმინ ისაიევას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა, ამიტომ, ისაიევები გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა, ახალგაზრდამ გათხოვება გააპროტესტა და სახლი ამის გამო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


