Accentnews.ge
პროტესტი დიღომში - ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს

პროტესტი დიღომში - ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს

15/07/2019 05:23:10 სხვა, საზოგადოება

თბილისში, დიღმის ტყე-პარკში ადგილობრივებმა კარვები გაშალეს. ისინი კომპანია „ანაგის“ მიერ მშენებლობის პროცესის შესაძლო დაწებას აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

მას შემდეგ, რაც ახალი გენერალური გეგმის მიხედვით საკრებულომ დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ - საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვა გაიცა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რესტორნის აშენების შემთხვევაში, ტყე-პარკი კომერციულ ზონად იქცევა და ადგილობრივებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ადგილობრივების პროტესტს უპასუხა დედაქალაქის მერის მოადგილემ. მაია ბითაძე ამბობს, რომ გეგმა მხოლოდ რეკრეაციულ მიზანს ემსახურება. მოხდება მხოლოდ ტყე-პარკში არსებული შენობის გაუმჯობესება და მისი ფუნქციის შეცვლა. იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად საგამოფენო ცენტრის მოწყობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S