ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
12/04/2021 13:03:52 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4232 ლარი ეღირება, ევრო – 4.0798 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7114 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4260 ლარი ღირდა, ევრო – 4.0646 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.7108ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აპრილს ამოქმედდება.


