“პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, შესაძლებელი გახდა ისრაელთან შეთანხმება ლეგალური დროებითი დასაქმების შესახებ”
12/04/2021 11:37:34 საზოგადოება
“კორონავირუსის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, ამჯერად შესაძლებელი გახდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობართან, ისრაელის სახელმწიფოსთან შეთანხმება ლეგალური დროებითი დასაქმების შესახებ",- ამის შესახებ პეციალისტი მიგრაციის მართვის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს, "გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელის შემთხვევაში შემოდის პროფესიული განათლების კომპონენტი, სადაც ერთ - ერთი მოთხოვნაა, რომ განმცხადებელს ჰქონდეს საქართველოში გაცემული სპეციალობის დამდასტურებელი სერთიფიკატი".
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო სექტორი პირდაპირ კავშირშია ცირკულარული მიგრაციის სქემის წარმატებულ განხორციელებასთან.
"შრომითი გამოცდილების მიღების შემდგომ ადამიანების საქართველოში დაბრუნება და მათი რესურსის ადგილობრივ შრომით ბაზარზე გამოყენება სქემის მთავარ გამოწვევად და მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება“,- წერს ნატალია ჩუბინიძე


