Accentnews.ge
გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას იმუნიზაციის სერვისის შექმნას ავალდებულებს

გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას იმუნიზაციის სერვისის შექმნას ავალდებულებს

12/04/2021 11:01:21 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის 322-ე დადგენილაბში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას იმუნიზაციის სერვისი შექმნას ავალდებულებს.

„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხვალიდან ალბათ რამდენიმე კლინიკას, თბილისში, სადაც ყველაზე მეტია მოთხოვნა, დაემატება ამცრელი კაბინეტები. ასევე, თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ, მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკა ვალდებულია, შექმნას იმუნიზაციის სერვისი. კლინიკებისთვის იმუნიზაციის სერვისები არ იყო რუტინული, ანუ ისინი არ აწარმოებდნენ, ბავშვთა იმუნიზაცია ძირითადად მიმდინარეობდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებში, ასეთი დაახლოებით 200-ია, პლუს სოფლის ექიმები. ახლა, რადგან კოვიდის ვაქცინებზე შედარებით მეტია გვერდითი მოვლენები, ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივ რუტინულ ვაქცინებზე, განსაკუთრებით ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, იმუნიზაცია გადავიდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მეტი ჰოსპიტალი ერთვება იმუნიზაცის სერვისში, ეს დადგენილება ყველა ჰოსპიტალს უკვე ავალდებულებს, შექმნას იმუნიზაციის სერვისი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S