Accentnews.ge
იმნაძე – 5–დღიანი კარანტინის გაუქმებაზე: "იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე"

იმნაძე – 5–დღიანი კარანტინის გაუქმებაზე: "იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე"

12/04/2021 11:00:04 საზოგადოება

"იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე", –განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული 5–დღიანი კარანტინის გაუქმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

"ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე ქვეყნის, იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა შარშან ზაფხულს სვანეთში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი, სხვათა შორის არა 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება, იმისდა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები", - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების აქცია გამართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S