"პირველადი შეფასება, რომ რეინფიცირება ნაკლებად შეიძლება, ყოფილიყო დამახასიათებელი Covid-19–სთვის, რეალობას არ შეესაბამება"
12/04/2021 10:50:59 საზოგადოება
"პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორე ავადობა დამახასიათებელი Covid-19–სთვის რეალობას არ შეესაბამება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
"მთელ მსოფლიოში რეინფიცირების რიცხვი იზრდება. პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორე ავადობა დამახასიათებელი Covid-19–სთვის რეალობას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, საქართველოში რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა ამ შემთხვევათა რაოდენობა არ არის ძალიან დიდი", – აცხადებს ზახაშვილი.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში Covid-19–ით რეინფიცირების 4 შემთხვევაა დადასტურებული.


