Accentnews.ge
იმნაძის თქმით, კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში ბრიტანული შტამი ნახევარზე მეტია

იმნაძის თქმით, კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში ბრიტანული შტამი ნახევარზე მეტია

12/04/2021 10:55:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში ბრიტანული შტამი ნახევარზე მეტია.

მისი განცხადებით ბრიტანული შტამი აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა, რითიც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.

"ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. ბრიტანული შტამი ნახევარზე მეტია, ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად და ეს კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერ–ჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არის სხვა შტამებიც იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა ახალი, ორმაგი მუტაცებით, ამიტომ ეს მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S