Accentnews.ge
ხოდელი:„ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი სასესხო პროდუქტი საბაზრო პირობებით გაიცემა"

ხოდელი:„ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი სასესხო პროდუქტი საბაზრო პირობებით გაიცემა"

12/04/2021 10:49:21 ეკონომიკა

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით,„ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი სასესხო პროდუქტი საბაზრო პირობებით გაიცემა.

დღეს, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განხილვა გაიმართა, სადაც ბანკის მენეჯმენტი და ასევე სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო მისული.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. კერძოდ, ჩვენს მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი. ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები.

მეორე და მთავარი, ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის, უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ლიბერთი ბანკი არის კერძო, კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს" - განაცხადა ხოდელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S