გამყრელიძის თქმით, 20 622 ადამიანის ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა
12/04/2021 10:45:14 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 20 622 ადამიანის ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა.
„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, იქედან 7 უფრო მძიმე იყო დანარჩენი ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი. გუშინ 928 პირი აიცრა.


