Accentnews.ge
შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდება

შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდება

14/07/2019 19:16:14 სხვა, საზოგადოება

შეკვეთილში ხვალიდან შიმშილობის აქცია შეწყდება. აღნიშნული ინფორმაცია აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანზორ გუბაევმა გაავრცელა.

„მინდია ადაძე და მარად შავაძე მე-20 დღეა, შიმშილობენ. ბოლო ოთხი დღეა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მათი გადაყვანა ფოთის ჰოსპიტალში უწევს. ახლა მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ხვალიდან ისინი შეწყვეტენ შიმშილობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ გუბაევმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შიმშილობის აქცია შეწყდება, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავაც პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S