Accentnews.ge
"ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, შევიკრიბეთ, რათა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს"

"ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, შევიკრიბეთ, რათა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს"

12/04/2021 09:46:57 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 30-პროცენტიანი საპროცენტი განაკვეთი მაღალია, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ პენსიონერებს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, პირველ რიგში ბანკის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმსჯელონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პენსიონერთა ნაწილზე. დაახლოებით 5 ლარამდე სესხებზე, სხვა პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებისგან დიდად არ განსხვავდება. რა შეიძლება გაკეთდეს, სწორედ ამიტომ ვართ შეკრებილი. მოვუსმინოთ ბანკის წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს და ჩვენი პოზიციაც იქნება დაფიქსირებული. უმჯობესია, რომ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები იყოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი სესხი არ არის, შედარებით მაღალრისკიანია და ეს სესხი უზრუნველყოფილი არ არის. პირველ რიგში, ალბათ უნდა მოვისმინოთ ბანკის პოზიცია, საპროცენტო განაკვეთი რისგან შედგება და რატომ არის 30 პროცენტი. არ გამოვრიცხავ, რომ შეუძლებელი იყოს ბანკის მხრიდან უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S