Accentnews.ge
სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ

სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ

12/04/2021 09:25:25 საზოგადოება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან 18 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან გუშინ გავიდა და დედას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა წასვლის მიზეზი და მარშრუტი არ განუმარტავს.

ნარმინ ისაიევას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა. ისაიევები გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა, ახალგაზრდამ გათხოვება გააპროტესტა და სახლი ამის გამო დატოვა.

მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი შესაძლოა, სხვა მამაკაცმა გაიტაცა.

ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას უკვე მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S