უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თქმით, პუტინს ზელენსკის თხოვნა ჯერ–ჯერობით უპასუხოდ აქვს დატოვებული
12/04/2021 09:21:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის იულია მენდელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინელი კოლეგის ვლადიმირ ზელენსკის თხოვნა სატელეფონო საუბრის თაობაზე ჯერ–ჯერობით უპასუხოდ აქვს დატოვებული.
"დონბასში დაძაბულობის ფონზე „რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აპარატმა მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე“, – აღნიშნა მენდელმა.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
იხილეთ ასევე: რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში


