აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს
12/04/2021 08:18:38 საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს.
შსს–ს ცნობით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.
ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.
აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.


