
6 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც გუშინ ავარიაში დაიღუპნენ, გარდაიცვალა
14/07/2019 12:49:46 სხვა, სამართალი
ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული ბავშვი, რომელიც ბათუმში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას გარდაიცვალა.
მას გუშინ გვიან ღამით ოპერაცია გაუკეთდა და მართვით სუნთქვაზე იყო. კიდევ ერთი მცირეწლოვანი გოგონა კი, თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონას ძმა იყო. ავარიის დროს მათი მშობლებიც დაიღუპნენ.
გუშინ, 13 ივნისს ავარიისას დაშავებული 9 პაციენტი კი სხვადასხვა ტრავმებით ქობულეთის კლინიკებში რჩებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები. შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.