ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 359 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა
12/04/2021 07:02:32 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 359 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა, 526 პირი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის 7 795 ანტიგენი და 5 890 - PCR.
11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 106 – აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 497 პირი, აჭარაში – 1 996, იმერეთში – 942.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829 პირი გამოჯანმრთელდა, 3 883 პაციენტი გარდაიცვალა.


