გუმათთან გზა ამ დრომდე გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
12/04/2021 06:30:48 საზოგადოება
ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება. აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი და ხეობაში შესვლის უფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, თუ პოლიციელები ნამოხვანში შესვლის უფლებას არ მოსცემენ, თავადაც არ გაიყვანენ ავტომობილებს.
ადგილზე კვლავ არიან სამართალდამცველები, რომელთაც თავის მხრივ, ჯებირები აქვთ განთავსებული.
ნამოხვანში კარვები გუშინ აიღეს, რის გამოც ჰეისის მონაწილეების პროტესტმა გუმათში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები კარვების გაშლას სოფელ ნამახვანში ითხოვენ, სადაც პოლიციამ ეს კარვები მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების და საფრთხის საბაბით აიღო. თუმცა ეს მიზეზი აქტივისტებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. მათი თქმით, დღეს, 14:00 საათიდან გუმათში საპროტესტო აქცია განახლდება.


