Accentnews.ge
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს

12/04/2021 06:07:54 მსოფლიო

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ შეხვედრის ორგანიზება მოახდინა, სადაც რუსეთს სთხოვეს, განემარტა თავისი ქმედებები. მოსკოვმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მისივე ცნობით, ბრიტანეთმა მოითხოვა „მეტი გამჭვირვალობა“ რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანადამ რუსეთს მიმართა, როდის გეგმავს სამხედრო აქტივობის დასრულებას და როდის დაბრუნდებიან ჯარები თავიანთი მუდმივი განლაგების ადგილებში. გერმანიამ და საფრანგეთმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის რეაგირება ჯარების მოძრაობაზე. შვეიცარიამ მადლობა გადაუხადა უკრაინას შეხვედრის ინიცირების გადაწყვეტილებისთვის და თქვა, რომ იგი „ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას“. შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა, რომ გამჭვირვალობის არარსებობა მიანიშნებს, რომ ეს არ არის ტრადიციული და წინასწარ დაგეგმილი წვრთნები. გერმანიამ, რომელმაც განცხადება საფრანგეთის სახელითაც გააკეთა, აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო კონტიგენტის მასშტაბური გადაადგილება შეშფოთებას იწვევს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, მსგავსი პოზიციები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოხატეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S